ტოლერანტობის და მრავალფეროვნების ინსტიტუტი

სიახლეები
TDI
ივნ/2222

იურისტის ვაკანსია

განმცხადებელი: ტოლერანტობის და მრავალფეროვნების ინსტიტუტი (TDI) 

ვაკანსიის დასახელება: იურისტი

განცხადების შემოტანის ბოლო ვადა: 2022 წლის 1 ივლისი 

განაკვეთი: სრული 

ხელშეკრულების ხანგრძლივობა: 20 თვე, გაგრძელების პერსპექტივით, რომელთაგან პირველი სამი თვე იქნება გამოსაცდელი ვადა

სამუშაოს დაწყება: არაუგვიანეს 2022 წლის 1 აგვისტო

სამუშაო ადგილი: თბილისი 

არასამთავრობო ორგანიზაცია ტოლერანტობის და მრავალფეროვნების ინსტიტუტი (TDI) აცხადებს ვაკანსიას ადამიანის უფლებების იურისტის პოზიციაზე. 

TDI-ს მიზნებია: რელიგიის თავისუფლებისა და ტოლერანტობის კულტურის განვითარება; სამოქალაქო ინტეგრაციის ხელშეწყობა; რელიგიური, ეთნიკური და რასობრივი ნიშნით დისკრიმინაციის მსხვერპლთა უფლებების დაცვა; სეკულარული სახელმწიფოს იდეის დაცვა და გავრცელება; კულტურათაშორისი დიალოგის ხელშეწყობა; უმცირესობების უფლებების დაცვის კუთხით სახელმწიფო პოლიტიკის კვლევა და ანალიზი.

რელიგიის თავისუფლების დაცვისა და რელიგიური, ეთნიკური და რასობრივი ნიშნით დისკრიმინაციის აღმოფხვრის მიზნით, TDI ახორციელებს სტრატეგიულ სამართალწარმოებას ეროვნული და საერთაშორისო მექანიზმების გამოყენებით, კონსულტაციას და სამართლებრივ დახმარებას უწევს დისკრიმინაციის მსხვერპლ პირებსა და ჯგუფებს. 

იურისტის ძირითადი მოვალეობები:

  • ორგანიზაციის ბენეფიციარებისთვის სამართლებრივი კონსულტაციის გაწევა;
  • წარმომადგენლობა სასამართლოში და ადმინისტრაციულ ორგანოებში; 
  • სამართლებრივი დოკუმენტების, განცხადებების, ანალიტიკური დოკუმენტების მომზადება;
  • ორგანიზაციის კვლევებისა და ანგარიშების მომზადებაში მონაწილეობა; 
  • ორგანიზაციის სახელით სხვადასხვა უწყებებთან, რელიგიურ და ეთნიკურ ორგანიზაციებთან, მედიასთან და სხვა დაინტერესებულ პირებთან კომუნიკაცია; 
  • ორგანიზაციის საჭიროებებიდან გამომდინარე, პოზიციის შესაბამისი სხვა საქმიანობის შესრულება. 

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

  • უმაღლესი იურიდიული განათლება (მაგისტრის ხარისხი); 
  • ადვოკატის მოწმობა სამოქალაქო/ადმინისტრაციული ან საერთო სპეციალიზაციით (უპირატესობა მიენიჭებათ პირებს საერთო სპეციალიზაციით); 
  • ადამიანის უფლებების დაცვის მიმართულებით საქმიანობის გამოცდილება;
  • იურიდიული პრაქტიკის არანაკლებ 3 წლიანი გამოცდილება;
  • ქართული და ინგლისური ენების სრულყოფილად ცოდნა. 

უნარ-ჩვევები:

  • ანალიტიკური უნარები;
  • სამართლებრივი დოკუმენტების გამართულად მომზადება/წერა;
  • კულტურული მრავალფეროვნების მიმართ პატივისცემა და მგრძნობელობა;
  • კოლეგიალობა და გუნდურობა. 

დაინტერესებულმა პირებმა 2022 წლის 1 ივლისის ჩათვლით უნდა წარმოადგინონ ქვემოთ ჩამოთვლილი დოკუმენტები შემდეგ ელექტრონულ მისამართზე tdigeorgia@gmail.com  

  • რეზიუმე (CV) ქართულ ან ინგლისურ ენაზე
  • სამოტივაციო წერილი
  • უმაღლესი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტის (დიპლომის) ასლი
  • ადვოკატის მოწმობის ასლი

ელექტრონული წერილის სათაურში გთხოვთ, მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება. არასრულად გამოგზავნილი განაცხადი არ განიხილება. ორგანიზაცია დაუკავშირდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებს.