ტოლერანტობის და მრავალფეროვნების ინსტიტუტი

სიახლეები
TDI
მაისი/2303

ახალგაზრდების შეხვედრები მედიასთან

ტოლერანტობის და მრავალფეროვნების ინსტიტუტის (TDI) ორგანიზებით, საქართველოს რეგიონებსა და თბილისში ეროვნული უმცირესობების წარმომადგენელი ახალგაზრდებისა და მედიის წარმომადგენლების შეხვედრები გაიმართა. 2023 წლის მარტსა და აპრილში, TDI-მ ხუთი შეხვედრა გამართა მარნეულში, იორმუღალნოში, თბილისში, ახალციხესა და ახალქალაქში. 

შეხვედრას ადგილობრივი ახალგაზრდები, ასევე  ცენტრალური და ადგილობრივი, ონლაინ გამომცემლობების და ტელევიზიების წარმომადგენლები ესწრებოდნენ. Შეხვედრებაზე ახალგაზრდებს შესაძლებლობა ჰქონდათ მედიების წარმომადგენლებისთვის დაესვათ მათთვის საინტერესო კითხვები, განეხილათ ინკლუზიური გაშუქების საკითხები და ესაუბრათ იმ თემებზე, რაც ხშირად მედიის ყურადღების მიღმა რჩება. 

Შეხვედრა ჩატარდა ტოლერანტობის და მრავალფეროვნების ინსტიტუტის პროექტის “ეროვნული უმცირესობების ინკლუზიური და პლურალისტური გაშუქების გაძლიერება მედიაში” ფარგლებში, ეუთოს ეროვნული უმცირესობების საკითხებზე უმაღლესი კომისრის ოფისის მხარდაჭერით.