ტოლერანტობის და მრავალფეროვნების ინსტიტუტი

სიახლეები
TDI
ოქტ/1407

,,ტოლერანტობის სკოლის" პირველი ლექცია

7 ოქტომბერს "ფრონტლაინ ჯორჯია კლუბში" "ტოლერანტობის სკოლის" პირველი ლექცია ჩატარდა. სკოლის მიზანია ხელი შეუწყოს ახალგაზრდებში ტოლერანტობის, რელიგიის თავისუფლებისა და სეკულარობის პრინციპების შესახებ ცოდნის გაღრმავებასა და აღნიშნულ საკითხებზე დისკუსიას. სამთვიან კურსს, რომელიც 12 ლექციას მოიცავს, გაივლის ბაკალავრიატისა და მაგისტრატურის საფეხურის 25-მდე სტუდენტი. "ტოლერანტობის სკოლის" გახსნას დაესწრნენ სტუმრები: საქართველოში ნიდერლანდების სამეფოს ელჩის მოადგილე ფლორ ნაუტენ ელზინგა, ილიას უნივერსიტეტის რექტორი გიგა ზედანია და ევანგელურ-ბაპტისტური ეკლესიის წარმომადგენელი მალხაზ სონღულაშვილი. პირველი ლექცია, "ტოლერანტობის ძველი და თანამედროვე კონცეფციები", წაიკითხა თეოლოგმა ბექა მინდიაშვილმა. პროექტი ხორციელდება ჰოლანდიის საელჩოს მხარდაჭერით,  „ტოლერანტობის, რელიგიის თავისუფლებისა და ადამიანის უფლებების დაცვის ხელშეწყობა საქართველოში“ პროექტის ფარგლებში.