ტოლერანტობის და მრავალფეროვნების ინსტიტუტი

სიახლეები
TDI
სექ/1620

რელიგიურ გაერთიანებათა წარმომადგენლების შეხვედრა ერთიან ნაციონალურ მოძრაობასთან

ტოლერანტობის და მრავალფეროვნების ინსტიტუტი (TDI) აგრძელებს პოლიტიკური პარტიებისა და რელიგიური გაერთიანებების წინასაარჩევნო შეხვედრებს. 20 სექტემბერს, TDI-ის ორგანიზებით, გაიმართა რელიგიურ გაერთიანებათა წარმომადგენლების შეხვედრა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობასთან.“

შეხვედრას ესწრებოდნენ პარტიის ლიდერები, გიორგი ტუღუში, სერგი კაპანაძე და პარტიის აღმასრულებელი მდივანი სერგო რატიანი. მათ რელიგიურ გაერთიანებებს გააცნეს საკუთარი ხედვა საქართველოში რელიგიის თავისუფლებასთან დაკავშირებული საკითხებისა და პრობლემების გადაჭრის გზების შესახებ.

შეხვედრაზე განხილული იყო ქვეყანაში რელიგიის თავისუფლების კუთხით არსებული ძირითადი საკითხები: რელიგიური შეუწყნარებლობის საფუძველზე ჩადენილი სამართალდარღვევები და მათზე სახელმწიფოს რეაგირება, ამ კუთხით შესაბამისი კანონმდებლობის გამოყენებისა და აღსრულების პრობლემა, სახელმწიფოს რელიგიური პოლიტიკისა და მათ შორის, კონკრეტულად, რელიგიის საკითხთა სახელმწოფო სააგენტოს მუშაობის ხარვეზები, რელიგიური გაერთიანებებისთის საბჭოთა პერიოდში მიყენებული ზიანის კომპენსაციის, ასევე ჩამორთმეული ქონების დაბრუნების საკითხი, მუსლიმი თემის წინაშე არსებული პრობლემები და დისკრიმინაციული მოპყრობა, საკულტო ნაგებობებთან, მათ შორის, ბათუმში მეჩეთის მშენებლობასთან დაკავშირებული ბარიერები, რელიგიური გაერთიანებების ავტონომიაში სახელმწიფოს ჩარევა, სახელმწიფოს მიერ რელიგიური გაერთიანებების დაფინანსების პოლიტიკა და პრაქტიკა,  სახელმწიფოსა და რელიგიის ურთიერთგამიჯვნის საკითხები.

TDI ამავე ფორმატში უკვე შეხვდა პარტიას „ირაკლია ალასანია - თავისუფალი დემოკრატები“. რელიგიურ უმცირესობათა გაერთიანებები კვირის განმავლობაში შეხვდებიან 2016 წლის საპარლამენტო არჩევნებში მონაწილე ძირითად პოლიტიკურ პარტიებს.

ღონისძიება მხარდაჭერილია აშშ–ს საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) მიერ დაფინანსებული, საქართველოს გაეროს ასოციაციის (UNAG) “ტოლერანტობის, სამოქალაქო ცნობიერებისა და ინტეგრაციის მხარდაჭერის პროგრამის" (PITA) მიერ.