ტოლერანტობის და მრავალფეროვნების ინსტიტუტი

სიახლეები
TDI
მარ/1825

შეხვედრები ბათუმისა და ხულოს მუნიციპალიტეტში

21-22 მარტს, ტოლერანტობისა და მრავალფეროვნების ინსტიტუტის (TDI) ორგანიზებით, ქალაქ ბათუმსა და ხულოს მუნიციპალიტეტში გაიმართა რელიგიური გაერთიანებების შეხვედრები ადგილობრივი თვითმმართველობის ხელმძღვანელობასთან.

ბათუმში შეხვედრაში მონაწილეობდნენ TDI-ის წარმომადგენლები, ბათუმის მერი, ლაშა კომახიძე, მერის მოადგილეები, არქიტექტურისა და ურბანული დაგეგმარების, განათლების, კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამსახურების ხელმძღვანელი პირები, ასევე სხვადასხვა კონფესიის წარმომადგენლები: მუსლიმი თემის წევრები, კათოლიკე, სომხური სამოციქულო მართლმადიდებელი და პროტესტანტული ეკლესიების სასულიერო პირები.

შეხვედრაზე განხილული იყო საკულტო ნაგებობების მშენებლობის, კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების დაცვის, კულტურული და რელიგიური მრავალფეროვნების შენარჩუნებისა და სხვადასხვა რელიგიური გაერთიანებისთვის აქტუალური საკითხები. 

მსგავსი ფორმატის შეხვედრა გაიმართა ხულოს მუნიციპალიტეტის მერიაშიც. TDI-ს წარმომადგენლებთან ერთად, ხულოს მუფტს ასლან აბაშიძესა და მუსლიმ ქალთა კავშირის წარმომადგენლებს შეხვდნენ ხულოს მერის მოადგილეები ლაშა ბოლქვაძე და დავით ვანაძე, ასევე მერიის სხვადასხვა მიმართულების ხელმძღვანელი პირები. ხულოს მუნიციპალიტეტის მერია

რელიგიური გაერთიანებების შეხვედრები ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებთან იმართება ნიდერლანდების სამეფოს საელჩოს მიერ მხარდაჭერილი პროექტის ფარგლებში, რომლის მიზანია რელიგიური გაერთიანებების სამოქალაქო ჩართულობის გაზრდა, სახელმწიფოსა და რელიგიურ ორგანიზაციებს შორის დიალოგის ხელშეწყობა, რელიგიური გაერთიანებებისთვის პრობლემური საკითხების იდენტიფიცირება, ადგილობრივი თვითმმართველობების ორგანოებთან კომუნიკაციის გაუმჯობესება და მათი ცნობიერების ამაღლება დისკრიმინაციის აკრძალვის, რელიგიის თავისუფლებისა და თანასწორობის საკითხებზე.