ტოლერანტობის და მრავალფეროვნების ინსტიტუტი

არასამთავრობოებმა სახალხო დამცველობის კანდიდატები შეარჩიეს

საერთაშორისო სტანდარტების, მათ შორის, გაეროს პარიზის პრინციპების, ვენეციის პრინციპებისა და ევროსაბჭოს მინისტრთა კომიტეტის რეკომენდაციის (CM/Rec(2021)1) მოთხოვნების შესაბამისად, მნიშვნელოვანია, სახალხო დამცველის კანდიდატის შერჩევა მოხდეს ინკლუზიური და გამჭვირვალე პროცესის საფუძველზე და მასში აქტიურად მონაწილეობდნენ სამოქალაქო საზოგადოების წევრები.

ასევე, ევროკავშირის მოთხოვნაა, რომ სახალხო დამცველის ნომინირების პროცესში უპირატესობა მიენიჭოს დამოუკიდებელ კანდიდატს, პროცესი წარიმართოს გამჭვირვალედ და დაცული იყოს აპარატის ეფექტიანი ინსტიტუციური დამოუკიდებლობა.

ტრადიციულად, საზოგადოებრივი ორგანიზაციები ყოველთვის მონაწილეობდნენ იმ დისკუსიებსა თუ განხილვებში, რომელსაც სახალხო დამცველის არჩევის პროცესი ითვალისწინებს.

აღნიშნულის გათვალისწინებით, არასამთავრობო ორგანიზაციებმა ფართო, წარმომადგენლობითი და დემოკრატიული პროცესისა და კონსულტაციების შედეგად, ერთობლივად შევიმუშავეთ ომბუდსმენობის კანდიდატობის ნომინირების წესი და ის კრიტერიუმები, რასაც უნდა აკმაყოფილებდეს მომავალი სახალხო დამცველი.

სამოქალაქო ორგანიზაციები სახალხო დამცველის თანამდებობაზე მხარს ვუჭერთ კანდიდატებს, რომლებიც აკმაყოფილებენ როგორც კომპეტენტურობის, ისე პიროვნული მახასიათებლების შემდეგ ძირითად კრიტერიუმებს:

  • აქვს კომპეტენცია დაიცვას ყველა ადამიანის უფლება და ამ სფეროში მუშაობის, სულ მცირე, 5 წლის გამოცდილება;

  • აკმაყოფილებს დამოუკიდებელობისა და მიუკერძოებელობის პრინციპებს;

  • შეესაბამება უფლებადამცველის საერთაშორისოდ აღირებული განმარტებით განსაზღვრულ მოთხოვნებს;

  • სულ მცირე ბოლო 5 წლის განმავლობაში არ ყოფილა პოლიტიკური პარტიის წევრი ან/და არ ეკავა სახელმწიფო პოლიტიკური თანამდებობა;

  •  ხასიათდება მაღალი მორალით, რეპუტაციითა და კეთილსინდისიერებით;

  • აქვს მართვისა და თანამშრომლობის უნარები და გამოცდილება, რომელიც ეფუძნება არადისკრიმინაციულ მიდგომასა და თანასწორობის პრინციპს.

სწორედ აღნიშნულ კრიტერიუმებზე დაყრდნობით, სახალხო დამცველის პოსტზე მხარს ვუჭერთ ანა აბაშიძის, გიორგი ბურჯანაძისა და ნაზი ჯანეზაშვილის კანდიდატურებს და მოვუწოდებთ პოლიტიკურ პარტიებს, რომ წარუდგინონ ისინი საქართველოს პარლამენტს.

ჩვენ უზრუნველვყოფთ საჯარო შეხვედრებსა და დისკუსიებს, რათა ფართო საზოგადოებას ჰქონდეს საშუალება გაიცნოს სახალხო დამცველობის კანდიდატები და მოისმინოს მათი ხედვები. მოვუწოდებთ პოლიტიკურ პარტიებს,  მოახდინონ აღნიშნული კანდიდატების ნომინირება საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად. ასევე, მზადყოფნას გამოვთქვამთ, შევხვდეთ ყველა საპარლამენტო პარტიას.

ტრადიციულად, საქართველოს ჰყავს დამოუკიდებელი, მაღალკვალიფიციური და პარტიებთან არააფილირებული სახალხო დამცველები და უკიდურესად მნიშვნელოვანია, შენარჩუნდეს ქვეყნის მთავარი უფლებადამცველის დამოუკიდებლობა და ეფექტიანობა მომავალშიც.


 

სახალხო დამცველობის კანდიდატების კრიტერიუმების შემუშავებისა და მათი შერჩევის პროცესში ჩართული იყო შემდეგი ორგანიზციები:

კავშირი “საფარი”;

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია (GYLA)’

სოციალური სამართლიანობის ცენტრი;

საქართველოს დემოკრატიული ინიციატივა (GDI);

საქართველოს რეფორმების ასოციაცია (GRASS);

ტოლერანტობის და მრავალფეროვნების ინსტიტუტი (TDI);

მედიის განვითარების ფონდი (MDF);

დემოკრატიის მცველები;

ეკონომიკური პოლიტიკის კვლევის ცენტრი;

სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება (ISFED);

 ადამიანის უფლებათა ცენტრი (HRC);

წამების მსხვერპლთა ფსიქოსოციალური  და სამედიცინო რეაბილიტაციის ცენტრი (GCRT);

თბილისის ადამიანის უფლებათა სახლი (HRHT);

ქალთა მოძრაობა;

სოლიდარობის მუზეუმი;

გარემოსდაცვითი სათემო ორგანიზაცია "ეკო";

დემოკრატიული ჩართულობის ცენტრების ქსელი;

კოალიცია დამოუკიდებელი ცხოვრებისათვის (CIL);

საქართველოს ღია საზოგადოება ფონდი (OSGF);

სოლიდარობის თემი;

ასოციაცია “ანიკა”;

 ინფორმაციის თავისუფლების განვითარების  ინსტიტუტი (IDFI);

ლიბერალური აკადემია;

“ტოლერანტი” - სამცხე-ჯავახეთის რეგიონალური ასოციაცია;

 ქალები საერთო მომავლისთვის (WECF) - საქართველო;

საქართველოს ატლანტიკური საბჭო;

 უფლებები საქართველო;

დემოკტრატიის კვლევის ინსტიტუტი (DRI);

მწვანე ალტერნატივა;

 მმართველობითი სისტემების განვითარების ცენტრი;

ფონდი აურეს;

მარნეულის დემოკრატ ქალთა საზოგადოება;

მშვიდობის, დემოკრატიის და განვითარების კავკასიური ინსტიტუტი  (CIPDD);

დემოკრატიის ინდექსი საქართველო;

 ქალთა ინიციატივების მხარდამჭერი ჯგუფი (WISG);

Grlz wave;

თბილისი პრაიდი;

 პლატფორმა ახალი შესაძლებლობებისთვის;

Youthidentoba;

მოძრაობა “სირცხვილია”;

სოციალურ მუშაკთა გაერთიანება;

საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო;

მედიის ინსტიტუტი;

პლატფორმა “სალამი”;

ქალთა საინფორმაციო ცენტრი;

თანასწორობის მოძრაობა;

საქართველოს სასამართლოს გუშაგი (Georgian Court Watch);

კახეთის რეგიონული განვითარების ფონდი;

დემოკრატიისა და მმართველობის ცენტრი (DGC);

შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ქალთა ეროვნული ქსელი;

ქალთა ფონდი საქართველოში;

ძალადობისგან დაცვის ეროვნული ქსელი.

 

სექ/2227