ტოლერანტობის და მრავალფეროვნების ინსტიტუტი

ქართული არასამთავრობო ორგანიზაციების განცხადება უკრაინის მოვლენებზე

ჩვენ, არასამთავრობო ორგანიზაციები და საქართველოს სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლები, ღრმად ვართ შეშფოთებული იმ ძალადობის გამო, რაც თავისუფალი და ძლიერი სულისკვეთების მქონე უკრაინელი ხალხის წინააღმდეგ არის მიმართული, რომლებიც იცავენ  ფუნდამენტურ უფლებებს, თავისუფლებას და უკრაინის ევროპულ მისწრაფებებს.

უკრაინა და საქართველო ისტორიულად ევროპული ქვეყნები არიან, რომლებიც იზიარებენ ტრაგიკულ და ბრუტალურ საბჭოთა ოკუპაციის ისტორიას. საერთო წარსული, მოგვიწოდებს გავაერთიანოთ ძალები ჩვენი ქვეყნების ევროპული მომავლის დასაცავად. მოსკოვის პოზიცია უკრაინის ევროპულ ინტეგრაციასთან მიმართებაში, კიდევ ერთხელ ადასტურებს რუსეთის ამბიციას, რომ შექმნას ახალი გამყოფი ხაზი ევროპაში. სწორედ ამიტომ,  გვსურს შევუერთდეთ ჩვენს უკრაინელ კოლეგებს იმის განცხადებაში, რომ რუსეთს არ უნდა მიეცეს საშუალება შემოაბრუნოს ჩვენი ქვეყნების ევროპული გზა.

სოლიდარობის გამოცხადებასთან ერთად, ამ რთულ დროს, ჩვენ მზად ვართ შევთავაზოთ ჩვენი პროფესიული და ინტელექტუალური დახმარება  უკრაინის სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებს, შემდეგი გზებით:

ჩვენი გამოცდილების და ცოდნის გაზიარება სხვადასხვა სფეროში,

საერთაშორისო კომუნიკაციაში ხელშეწყობა,
იურიდიული ექსპერტიზის უზრუნველყოფა შესაბამის საკითხებზე,
უკრაინული სამოქალაქო საზოგადოების მხარდაჭერა ყოველდღიური გამოწვევების გადასაწყვეტად,
არსებულ პოლიტიკურ კრიზისში, ცივილიზებულად და მშვიდობიანად გამოსავლის ძიებაში რჩევების მიცემა.
ჩვენ დარწმუნებულნი ვართ, რომ სოლიდარობა ამ ეტაპზე ევროპული ღირებულებების, თავისუფლების ღრმა რწმენის , მშვიდობის და დემოკრატიის გამარჯვების საწინდარია.

ხელმომწერი ორგანიზაციები:

საქართველოს რეფორმების ასოციაცია (GRASS), საქართველოს დემოკრატიული ინიციატივა (GDI), საქართველოს სტრატეგიული კვლევების ინსტიტუტი (FISS), საერთაშორისო საზოგადოება თავისუფალი და დემოკრატიული არჩევნებისთვის (ISFED), საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია (GYLA), სამოქალაქო განვითარების სააგენტო (CiDa), საერთაშორისო გამჭირვალობა (TI), ტოლერანტობის და მრავალფეროვნების ინსტიტუტი (TDI), კონსტიტუციის 42-ე მუხლი,  მშვიდობის, დემოკრატიის და განვითარების კავკასიური ინსტიტუტი (CIPDD), სახალხო მოძრაობა ივერია, მედიის განვითარების ფონდი (MDF), ფონდი ALPE, ევროპულ ღირებულებათა ქართული ინსტიტუტი (GIEV), საქართველოს ატლანტიკური საბჭო, სამოქალაქო განლათლების ფონდი, მედიაჰოლდინგი ტაბულა, თბილისის პოლიტიკის ანალიზის ცენტრი, პოლიტიკის შესწავლის საერთაშორისო ცენტრი, თანამშრომლობა ადამიანიას უფლებებისთვის, გაერთიანება საპარი, იდენტობა, ფსიქოტრამვების ქართული საზოგადოება,

პიროვნებები:

თამარ გურჩიანი (იურისტი), ნინია კაკაბაძე (ჟურნალისტი), დათო ტურაშვილი (მწერალი), ოთარ კახიძე (იურისტი), ირაკლი აბსანძე (ჟურნალ ლიბერალის მთავარი რედაქტორი), ნინო ბეკიშვილი (ჟურნალისტი), ნინო მუსერიძე (Frontline Georgia Club), გრიგოლ ვაშაძე (დიპლომატი), იანა (დარეჯან) ჯავახიშვილი (ფსიგოლოგი), ეკა კვესიტაძე (ჟურნალისტი), ქეთი დევდარიანი (სცენარისტი), გიორგი ლიფონავა (რეჟისორი), მიშა მშვილდაძე (პროდიუსერი), ზვიად გუმბარიძე (პროდიუსერი), ლევან ღამბაშიძე (GFSIS), დავით პაიჭაძე (ჟურნალისტი), ვატო ლეჟავა (კონსტულტანტი)

იან/1426