ტოლერანტობის და მრავალფეროვნების ინსტიტუტი

TDI:კონკურსი ახალგაზრდებისთვის

ტოლერანტობის და მრავალფეროვნების ინსტიტუტი (TDI) იწვევს უფროსკლასელებს (10-12-ე კლასი) და სტუდენტებს (ბაკალავრი) თბილისსა და საქართველოს სხვადასხვა რეგიონიდან მულტიმედია კონკურსში “მრავალფეროვნების სახეები” მონაწილეობის მისაღებად.

კონკურსის ფარგლებში სტუდენტებმა უნდა მოამზადონ ტექსტური (ბლოგი, სტატია) და/ან მულტიმედიური ნამუშევრები (ფოტოპორტრეტი ან ფოტოამბავი, ვიდეორგოლი) საკუთარი თემის/ქალაქის/რეგიონის კულტურულ მრავალფეროვნებასა და ტოლერანტობის კუთხით არსებულ პრობლემებზე. ნამუშევარი ქვემოთ ჩამოთვლილი კატეგორიებიდან ერთ-ერთ თემას უნდა ეხებოდეს: 

  • კულტურული, რელიგიური და/ან ეთნიკური მრავალფეროვნების დადებითი კუთხით ასახვა და  გააზრება;
  • რელიგიური/ეთნიკური/უმცირესობებისა და უცხოელების/მიგრანტების წინაშე არსებული პრობლემები (რომელიმე ზემოთ ჩამოთვლილი ნიშნის საფუძველზე დისკრიმინაცია, ჩაგვრა, რელიგიის თავისუფლების შეზღუდვა, სოციალურ, კულტურულ და პოლიტიკურ სივრცეში ინტეგრაციის დაბალი მაჩვენებელი, გაუცხოება, სტერეოტიპები).

კონკურსის შედეგად, გამოვლინდება 6 გამარჯვებული, რომლებიც დაჯილდოვდებიან სერტიფიკატებითა და სპეციალური პრიზებით (ტაბლეტური კომპიუტერი). საუკეთესო ნამუშევრები ასევე გამოქვეყნდება TDI-ისა და “მრავალფეროვნების სახეების” Facebook გვერდზე: https://www.facebook.com/images.of.diversity

ამ თემებზე TDI-ის მიერ მომზადებულ მასალებს შეგიძლიათ გაეცნოთ “მრავალფეროვნების სახეების” გვერდზე.

Facebook: https://www.facebook.com/images.of.diversity

TDI-ის ვებგვერდი:

სტატიები: http://www.tdi.ge/ge/diversity

ფოტოისტორია: http://www.tdi.ge/ge/gallery/photo-history

ვიდეო: http://www.tdi.ge/ge/gallery/diverse

ნამუშევრების გამოგზავნის ბოლო ვადა: 30 ოქტომბერი.

გთხოვთ, ნამუშვრები მოგვაწოდოთ ელფოსტაზე: tdigeorgia@gmail.com, წერილის სათაურის ველში მიუთითეთ: კონკურსი “მრავალფეროვნების სახეები“

თითო მონაწილისგან მიიღება მაქსიმუმ 3 ნამუშევარი (რომელიმე ზემოთ ჩამოთვლილი ფორმით: ტექსტი, ფოტოპორტრეტი ან ფოტოამბავი, ვიდეორგოლი)

პროექტს ახორციელებს ორგანიზაცია ტოლერანტობის და მრავალფეროვნების ინსტიტუტი (TDI) აშშ-ს საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) კანონის უზენაესობის მხარდაჭერა საქართველოში (PROLoG) პროგრამის ფარგლებში, რომელიც ხორციელდება აღმოსავლეთ-დასავლეთის მართვის ინსტიტუტის (EWMI) მიერ.

დამატებითი ინფორმაციისთვის დაგვიკავშირდით ჩვენს ელფოსტაზე tdigeorgia@gmail.com ან ფეისბუქ გვერდზე: https://www.facebook.com/images.of.diversity.

ტელ: 0322 91 27 62

 

 

სექ/1818