ტოლერანტობის და მრავალფეროვნების ინსტიტუტი

სიახლეები
TDI
ოქტ/1408

საუბარი რელიგიაზე: რამდენს ვუხდით ეკლესიას?

ტელეკომპანია "ტაბულას" ეთერში, გადაცემაში "საუბარი რელიგიაზე" არასამთავრობო ორგანიზაციების, TDI-სა და EMC-ის წარმომადგენლებმა, ეკა ჭითანავამ და გიორგი ნონიაშვილმა ისაუბრეს ერთობლივი კვლევის შედეგებზე, რომლის ფარგლებშიც არასამთავროებმა შეისწავლეს ცენტრალური და ადგილობრივი ხელისუფლების მიერ რელიგიური ორგანიზაციების დაფინანსების პრაქტიკა.  

"რამდენს ვუხდით საქართველოს მოქალაქეები მართლმადიდებელ ეკლესიასა და სხვა რელიგიურ გაერთიანებებს ჩვენი გადასახადებიდან. რა მატერიალურ სიკეთეს იღებს და რაში ხარჯავს ეკლესია ქართული საზოგადოების მილიონებს, რომელსაც ხელისუფლება მას 1. სახელმწიფო ბიუჯეტიდან 2. პრეზიდენტისა და მთავრობის სარეზერვო ფონდიდან 3. და ადგილობრივი მუნიციპალიტეტების ბიუჯეტიდან აძლევს. ღარიბი ქვეყნის, მდიდარი ეკლესია."