ტოლერანტობის და მრავალფეროვნების ინსტიტუტი

სიახლეები
TDI
თებ/1919

TDI-ის შეხვედრები სასკოლო სახელმძღვანელოების ავტორებთან


ტოლერანტობის და მრავალფეროვნების ინსტიტუტი TDI ჰოლანდიის საელჩოს მხარდაჭერით ახორციელებს პროექტს "რელიგიური ტოლერანტობის და მრავალფეროვნების კულტურის ხელშეწყობა საქართველოს სკოლებში". პროექტის ფარგლებში, ქართული ენისა და ლიტერატურის, ისტორიისა და სამოქალაქო განათლების წინა წლებში გრიფირებული სახელმძღვანელოების კვლევის საფუძველზე, TDI-მ  შექმნა გზამკვლევი სახელმძღვანელოების გამომცემლებისა და პოტენციური ავტორებისათვის.
შემუშავებულ გზამკვლევზე დაფუძნებით, 2018 წლის 21-23 დეკემბერს ბორჯომში და 2019 წლის 18 თებერვალს თბილისში, ჩატარდა სემინარები სახელმძღვანელოების ავტორებისა და გამომცემლობებისთვის, შეხვედრებში განათლების, მეცნიერებისა და სპორტის სამინისტროს, ეროვნული სასწავლო გეგმების საგნობრივი ჯგუფების ექსპერტებიც მონაწილეობდნენ. სემინარის მონაწილეთა საერთო აზრია, რომ ახალი სახელმძღვანელოების შექმნისას ტოლერანტობის და მრავალფეროვნების ინსტიტუტის მიერ გაწეული რეკომენდაციების გათვალისწინება მნიშვნელოვანი იქნება.