ტოლერანტობის და მრავალფეროვნების ინსტიტუტი

სიახლეები
TDI
აგვ/1923

22 აგვისტო - რელიგიის ნიშნით ძალადობის მსხვერპლთა ხსოვნის საერთაშორისო დღე

2019 წელს გაეროს გენერალურმა ასამბლეამ მიიღო რეზოლუცია და 22 აგვისტო რწმენისა და რელიგიის ნიშნით ძალადობის მსხვერპლთა ხსოვნის საერთაშორისო დღედ გამოაცხადა.  

რეზოლუციაში აღნიშნულია, რომ საგანგაშოა რელიგიის ნიშნით ძალადობისა და შეუწყნარებლობის მზარდი ტენდენცია, სახელმწიფოებს კი აკისრიათ ვალდებულება დაიცვან ადამიანის უფლებები, მათ შორის რელიგიური უმცირესობების უფლებები. 

რელიგიისა და რწმენის, აზრისა და გამოხატვის, მშვიდობიანი შეკრების თავისუფლებები ურთიერთდაკავშირებულია და მათი განუხრელი დაცვა უმნიშვნელოვანესია შეუწყნარებლობისა და დისკრიმინაციის წინააღმდეგ საბრძოლველად. 

ხაზგასმულია, რომ სახელმწიფოებს, რეგიონულ ორგანიზაციებს, ადამიანის უფლებათა ეროვნულ ინსტიტუტებს, არასამთავრობო ორგანიზაციებს, რელიგიურ გაერთიანებებს, მედიას და სამოქალაქო საზოგადოებას უმნიშვნელოვანესი როლი აკისრიათ ტოლერანტობის, რელიგიისა და მრავალფეროვნების კულტურის განვითარებაში. 

რეზოლუციაში დაგმობილია ძალადობა და ტერორიზმი და აღნიშნულია, რომ ტერორიზმისა და ძალადობრივი ექსტრემიზმის ნებისმიერი ფორმა არ შეიძლება და არ უნდა ასოცირდებოდეს რომელიმე რელიგიასთან, ეროვნებასთან, ცივილიზაციასთან ან ეთნიკურ ჯგუფთან. 

რეზოლუციის სრული ტექსტი იხილეთ ბმულზე: https://undocs.org/en/A/RES/73/296