ტოლერანტობის და მრავალფეროვნების ინსტიტუტი

სიახლეები
TDI
ნოე/2017

ტოლერანტობის ქომაგი 2020


2020 წლის 16 ნოემბერს საქართველოს სახალხო დამცველმა ტრადიციულად აღნიშნა ტოლერანტობის საერთაშორისო დღე.

ამ დღესთან დაკავშირებით სახალხო დამცველთან არსებული ეროვნულ უმცირესობათა და რელიგიათა საბჭოები ყოველწლიურად ირჩევენ ტოლერანტობის ქომაგებს: პიროვნებას, ორგანიზაციას, მედიასაშუალებას და საჯარო მოხელეს - რომლებმაც მიმდინარე წლის განმავლობაში ხელი შეუწყვეს ეთნიკური და რელიგიური უმცირესობების უფლებების დაცვას და ტოლერანტობის კულტურის დამკვიდრებას.

ტოლერანტობისა და მრავალფეროვნების ინსტიტუტის (TDI) იურიდიული მიმართულების ხელმძღვანელი მაკო ღავთაძე დაჯილდოვდა გასულ წლებსა და მიმდინარე პერიოდში რელიგიის თავისუფლების აქტიური და შედეგის მომტანი დაცვისთვის საქართველოსა და საერთაშორისო ასპარეზზე.