ტოლერანტობის და მრავალფეროვნების ინსტიტუტი

სიახლეები
TDI
ივნ/2104

კონკურსი ჟურნალისტებისთვის და ჟურნალისტიკის სტუდენტებისთვის მიგრანტებისა და მიგრაციის თემაზე

ტოლერანტობის და მრავალფეროვნების ინსტიტუტი (TDI) აცხადებს ჟურნალისტიკის ფაკულტეტის/მედია სკოლის სტუდენტების და ჟურნალისტების საკონკურსო ნამუშევრების მიღებას. 

საკონკურსო თემატიკა: საქართველოში მცხოვრებ მიგრანტთა ისტორიები (human stories), მიგრანტთა უფლებრივი მდგომარეობა და ინტეგრაციის საკითხები.

კონკურსში გამოვლინდება სამი საუკეთესო ნაშრომის ავტორი. მათი მომზადებული მასალა გამოქვეყნდება სხვადასხვა მედიაში. გამარჯვებულები დასაჩუქრდებიან პერსონალური კომპიუტერით ან პლანშეტით. 

მასალა უნდა იყოს წარმოდგენილი ქართულ ენაზე ერთ-ერთ მოცემულ ფორმატში:

  • სტატია
  • ფოტორეპორტაჟი/ფოტოამბავი (უნდა ახლდეს ტექსტი, რომელიც ფოტოამბავს გადმოსცემს)
  • ვიდეოსიუჟეტი 

ნაშრომების გამოგზავნის ბოლო ვადა: 24 ივნისი, 2021 

განახლება: ნაშრომების გამოგზავნის ბოლო ვადა გადაიწია 2021 წლის 10 სექტემბრამდე. 

თითოეულ კატეგორიაში კონკურსანტს შეუძლია მხოლოდ ერთი ნაშრომის წარდგენა.

გთხოვთ, ნაშრომი გამოგზავნოთ ელექტრონულ ფოსტაზე, tdigeorgia@gmail.com, მითითებულ ვადებში. მეილის სათაურში მიუთითეთ: საკონკურსო ნამუშევარი.

კონკურსი ტარდება ტოლერანტობის და მრავალფეროვნების ინსტიტუტის (TDI) პროექტის “მედიის ცნობიერების ამაღლება მიგრაციის საკითხებზე” და მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაციის (IOM) პროექტ EMERGE-ის ფარგლებში, ნორვეგიის საგარეო საქმეთა სამინისტროს მხარდაჭერით.

ბმულზე შეგიძლიათ იხილოთ TDI-ის მიერ მომზადებული სახელმძღვანელო მიგრანტებისა და მიგრაციის გაშუქების საკითხებზე: