ტოლერანტობის და მრავალფეროვნების ინსტიტუტი

10 აგვ, 2017

"ღმერთების რჩეული მეფე პიადასი არ აფასებს საჩუქარსა და ჯილდოს, ისე, როგორც ის აფასებს შემდეგს: რელიგიის საწყისების გაძლიერების აუცილებლობას. მათი გაძლიერება შესაძლებელია მრავალი გზით, თუმცა ყველა მათგანი თავის თავში არ უნდა მოიცავდეს მხოლოდ საკუთარი რელიგიის ქებასა და სხვისი რწმენის უმიზეზოდ გაკიცხვას. აუცილებლობის შემთხვევაში გაკიცხვის სიტყვები უნდა იყოს ზომიერი. ის, ვინც პატივს სცემს სხვის რელიგიას, განადიდებს საკუთარს. წინააღმდეგ შემთხვევაში ვნებს როგორც სხვის, ასევე საკუთარ რწმენას. ამგვარად, უმჯობესია პატივი მივაგოთ სხვის რელიგიას. ის, ვინც საკუთარი რელიგიის გადაჭარბებული განდიდებისთვის გმობს სხვისას, მხოლოდ აზიანებს საკუთარ რწმენას. მოვუსმინოთ და პატივი ვცეთ სხვათა მიერ აღიარებულ სწავლებას. ღმერთების რჩეული - მეფე პიადასი მოისურვებს, რომ ყოველი ადამიანი განსწავლული იყოს სხვის მოძღვრებაში. ახსოვდეთ მათ, ვინც კმაყოფილდება მხოლოდ საკუთარი რელიგიის ცოდნით, რომ ღმერთების რჩეული, მეფე პიადასი არ აფასებს საჩუქარსა და ჯილდოს, ისე როგორც რელიგიის საწყისების გაძლიერებას."

 

 

ინდოეთის იმპერატორ აშოკას ედიქტი (ჩვ. წ. აღ- მდე III ს.)