ტოლერანტობის და მრავალფეროვნების ინსტიტუტი

საკონკურსო ნამუშევარი: ჩვენ ერთნი ვართ

მილენა თურმანიძე და ლაშა შარაშიძე ბათუმის N16 საჯარო სკოლის მოსწავლეები არიან. მათმა ნამუშევარმა "ჩვენ ერთნი ვართ" TDI-ის მიერ ჩატარებულ კონკურში გაიმარჯვა

 

ჩვენი სკოლის შემთხვევაში იშვიათი იყო ბოშა მოსწავლის ან სხვა ეთნიკურად განსხვავებული პირების მიღების შემთხვევა. ბოლო 15 წლის  განმავლობაში სულ ერთი ბოშა მოსწავლე გვყავდა, რომელიც სწავლობდა ჩვენთან დაწყებით კლასებში, ხოლო შემდეგ ქობულეთის რაიონში გადავიდა სასწავლებლად, სადაც ბოშები კომპაქტურად ცხოვრობენ და გვინდა გითხრათ, რომ სურაჩმა, რომელიც ახლა 20 წლისაა, საზოგადობრივ კოლეჯში სწავლის გაგრძლების სურვილი გამოთქვა და გამოცდებისთვის მომზადებაში დასახმარებლად მომართა ჩვენს სკოლას.

ჩვენი სკოლის შემთხვევაში იშვიათი იყო ბოშა მოსწავლის ან სხვა ეთნიკურად განსხვავებული პირების მიღების შემთხვევა. ბოლო 15 წლის  განმავლობაში სულ ერთი ბოშა მოსწავლე გვყავდა, რომელიც სწავლობდა ჩვენთან დაწყებით კლასებში, ხოლო შემდეგ ქობულეთის რაიონში გადავიდა სასწავლებლად, სადაც ბოშები კომპაქტურად ცხოვრობენ და გვინდა გითხრათ, რომ სურაჩმა, რომელიც ახლა 20 წლისაა, საზოგადობრივ კოლეჯში სწავლის გაგრძლების სურვილი გამოთქვა და გამოცდებისთვის მომზადებაში დასახმარებლად მომართა ჩვენს სკოლას.

ჩვენი სკოლის პირველ კლასში წელს სამი ბოშა ჩაირიცხა, ორი სწავლობს მეორე და მეოთხე კლასებში. გარდა ამისა, ჩვენს სკოლაში სწავლობს იეზიდი მოსწავლეც. ერთი სიტყვით, უმცირესობების წარმომადგელნები ცდილობენ ჩაერთონ  ჩვენს სამოქალაქო ცხოვრებაში, მიიღონ განათლება და გახდნენ ჩვენი საზოგადოების სრულფასოვანი, აღიარებული წევრები. რა სიძნელეები  ხვდებათ მათ სკოლაში, საზოგადოებაში? - ვცადეთ ამ კითხვებზე პასუხის მიღება (გავესაუბრეთ  მშობლებს).

ნონა

ნონა, 42 წლის

ჰყავს  5 შვილი, აქედან ორი უმცროსი შვილი სწავლობს ჩვენს სკოლაში. უფროსები  აღმოსავლეთ საქართველოში სწავლობდნენ, მაგრამ სოციალური პირობების გაუარესების გამო, განათლების მიღება შეწყვიტეს. ნონას უნდა, რომ მისმა უმცროსმა შვილებმა მაინც მიიღონ განათლება,  აირჩიონ პროფესია და  წარმატებით ინტეგრირდნენ საზოგადოებაში, რითაც სიღარიბეს თავს დააღწევენ. თავად ნონა დადიოდა დაწყებით კლასებში, მაგრამ შემდეგ სწავლა არ გაუგრძელებია, რადგან დედას ეხმარებოდა ვაჭრობასა და  საოჯახო საქმეებში. ნონა ქართულად არ საუბრობს, რუსულენოვანია. თუმცა, შვილი ქართულ სკოლაში მიიყვანა, რადგან ქართულ ენაზე სწავლა-განთლების მიღება  მისთვის პრიორიტეტია. მისი აზრით, სახელმწიფო ენის ცოდნა და განათლების მიღება შვილებს დაეხმარება საზოგადოებაში ღირსეული ადგილი დაიკავონ.

     ვალერი, ნონას შვილი

ვალერი

ვალერი, ნონას შვილი, პირველკლასელია. ის 8 წლის ასაკში შევიდა სკოლაში. ვალერი თანაკლასელებზე დიდია, მაგრამ ასაკს ბავშვებთან მეგობრობაში ხელი არ შეუშლია.  ის თავისუფლად ერთვება სკოლისა და კლასის აქტივობებში, როგორც სხვა ბავშვებსაც,  მასაც აქვს თავისი ოცნება:  ვალერის უყვარს ზღვა და უნდა, რომ გახდეს გემის კაპიტანი. ის ხშირად დაჰყვება დედას წვრილმანებზე სავაჭროდ, მაგრამ სწავლას აგრძელებს.

ვალერისთვის ერთადერთი ხელისშემშლელი ბარიერი სახელმწიფო ენის არცოდნაა. ჯერჯერობით მისთვის ძირითადი სამეტყველო ენა რუსულია, მაგრამ სურს, თავისუფლად ილაპარაკოს ქართულად, რაშიც მშობლების, მეგობრებისა და მასწავლებლების დახმარების იმედი აქვს. 

ნატო

ჰყავს ორი შვილი. მარტოხელა დედაა. ნატოს რუსული სკოლა აქვს დამთავრებული, შემდეგ ქართულად ისწავლა კოლეჯში, პოლიციის აკადემიაში. ნატომ გადაწყვიტა შვილი ქართულ სკოლაში შეეყვანა. მისი თქმით,  “საქართველო მისი შვილის სამშობლოა, ყოველმა მოქალაქემ უნდა იცოდეს სახელმწიფო ენა, მიიღოს განათლება და ეზიაროს ქართულ კულტურას”. ნინი ჩვენს სკოლაში სწავლობს. წარჩინებული მოსწავლეა, წარმატებულია როგორც სკოლაში, ისე- ევროპის მაშტაბით. იგი ბატუტზე ხტომაში ჩემპიონია. ნინის კი სურს, სამედიცინო განათლება მიიღოს, ექიმი გამოვიდეს და ადამიანებს დაეხმაროს. 

    

მშობლების გულისტკივილი

მშობლები გულისტკივილით აღნიშნავენ , რომ ადრე, მათ ბავშობაში, უფრო მეტი სირთულეები იყო საზოგადოებაში, გარიყულად გრძნობდნენ  თავს. ახლა შედარებით შეიცვალა მდგომარეობა. საბუთები მოწესრიგებული აქვთ, მეტი შესაძლებლობაა განათლების მიღებისა და საზოგადაოებაში თავის დამკვიდრებისთვის. თუმცა მათ მეტი ძალისხმევა სჭირდებათ, რომ დაანგრიონ სტერეოტიპები,  რომლებიც  ხელს უშლით თვითრეალიზებაში. 

აჭარაში საზოგადოების მობილიზაციის, საზოგადობრივი განვითარებისა  და განათლებაზე ხელმისაწვდომობის კუთხით, მდგომარეობა უკეთესია. მოცემულ ჯგუფებს სხვა საჭიროებები  აქვთ. ვაჭრობა და შემოსავლის მიღება  მათ ერთადერთ მიზანს აღარ  წარმოადგენს. მათ, აგრეთვე  სურთ, რომ შვილებმა  ხარისხიანი განათლება მიიღონ და შეიძინონ პროფესიული  უნარ-ჩვევები, რაც მათ დასაქმებაში დაეხმარება. სკოლებმა უნდა შეუწყონ ხელი უმცირესობის წარმომადგენლებს, რათა ისინი დაეუფლონ სახელმწიფო ენას და წარმატებით ინტეგრირდნენ ჩვენს საზოგადოებაში.

ჩვენ

აჭარაშ საზოგადოების მობილიზაციის, საზოგადობრივი განვითარებისა  და განათლებაზე ხელმისაწვდომობის კუთხით, მდგომარეობა უკეთესია. მოცემულ ჯგუფებს სხვა საჭიროებები  აქვთ. ვაჭრობა და შემოსავლის მიღება  მათ ერთადერთ მიზანს აღარ  წარმოადგენს. მათ, აგრეთვე  სურთ, რომ შვილებმა  ხარისხიანი განათლება მიიღონ და შეიძინონ პროფესიული  უნარ-ჩვევები, რაც მათ დასაქმებაში დაეხმარება. სკოლებმა უნდა შეუწყონ ხელი უმცირესობის წარმომადგენლებს, რათა ისინი დაეუფლონ სახელმწიფო ენას და წარმატებით ინტეგრირდნენ ჩვენს საზოგადოებაში.