ტოლერანტობის და მრავალფეროვნების ინსტიტუტი

დოკუმენტური ვიდეო-პროექტების კონკურსი

ტოლერანტობის და მრავალფეროვნების ინსტიტუტი (TDI)  პროექტ “მრავალფეროვნების სახეების” ფარგლებში აცხადებს კონკურსს ვიდეორეჟისორის ან გადამღები ჯგუფის შესარჩევად. 

“მრავალფეროვნების სახეების” სერია შედგება სხვადასხვა რელიგიურ-ეთნიკური, კულტურული ჯგუფის ან მიგრანტთა წარმომადგენლების პორტრეტული ვიდეოებისგან. ძირითადად ერთი გმირი ახასიათებს და გვაცნობს თავის თემს, ჯგუფს, გარემოს. იგი შესაძლოა გვიყვებოდეს, როგორც კულტურული ინტეგრაციისა და ინტერკულტურული ურთიერთობის დადებით გამოცდილებაზე, ასევე იმ პრობლემებსა და გამოწვევებზე რაც არსებობს საქართველოში რელიგიურ-ეთნიკური თუ რასობრივი დისკრიმინაციის კუთხით. 

(ამ სერიის ფარგლებში მომზადებული დოკუმენტური ვიდეოების ნიმუშები: სულით ნათესავები; ნინა; ჯორჯი )

დაინტერესებულმა პირებმა უნდა გამოგვიგზავნონ განაცხადი, სადაც აღწერილი იქნება პროექტის კონკრეტული იდეა; ვინ არის მთავარი გმირი; ინფორმაცია გმირის, და მისი გარემოს შესახებ; რა იქნება ვიდეოს ფოკუსი და რა თემებზე ისაუბრებს იგი (სასურველია, გამოაგზავნოთ ვიდეოს თიზერი, ან რაიმე ვიზუალური მასალა, რომელიც წარმოდგენას შეგვიქმნის ვიდეოს გმირზე, ან გარემოზე, რომლის გადაღებასაც გეგმავთ). 

შესაძლოა ვიდეო ფოკუსირდებოდეს არა ერთ კონკრეტულ გმირზე, არამედ ოჯახზე, თემზე და აღწერდეს გარემოს რელიგიურ-ეთნიკური მრავალფეროვნების პრიზმით. გადაღების ადგილი შეიძლება იყოს თბილისი ან რეგიონი. უპირატესობა მიენიჭება იმ მასალას, რომელიც თბილისს გარეთ იქნება გადაღებული. 

გამარჯვებული იდეის ავტორი ან ავტორთა გუნდი “მრავალფეროვნების სახეებისთვის” გადაიღებს ვიდეოს, რომელიც გამოქვეყნდება ჩვენს ფეისბუქ, იუთუბ და ვებგვერდებზე. 

პროექტი (გადაღება, მონტაჟი) უნდა განხორციელდეს არა უგვიანეს 2022 წლის მაისისა. 

 ფილმის გადაღება შესაძლებელია ნებისმიერ ენაზე, რომელსაც არჩევის და გადაღების შემთხვევაში უნდა დაემატოს ქართული სუბტიტრები.

 

  • თემატიკა: რელიგიურ-ეთნიკური, რასობრივი დისკრიმინაციის, კულტურული მრავალფეროვნებისა და ინტეგრაციის საკითხები. 

  • ვიდეოს ქრონომეტრაჟი: 5-დან 8 წუთამდე

  • ვიდეოს ბიუჯეტი: 1000 ევროს ეკვივალენტი ლარში (გადასახადების ჩათვლით)

  • განაცხადის გამოგზავნის ბოლო თარიღი: 28 თებერვალი 

 

კონკურსის აპლიკაციის შესავსებად ეწვიეთ ბმულს:  https://forms.gle/TnrVznN4WBgb83s3A

 

გისურვებთ წარმატებებს!

 

თებ/2208