მიმდინარე პროექტები
- საქართველოში რელიგიური, ეთნიკური და რასობრივი დისკრიმინაციის დაძლევა
2017 წლის მაისიდან, აღმოსავლეთ-დასავლეთის მართვის ინსტიტუტის (EWMI) „კანონის უზენაესობის მხარდაჭერა საქართველოში (PROLoG) პროექტის ფარგლებში“, რომელიც დაფინანსებულია აშშ-ს განვითარების სააგენტოს USAID-ის მიერ, TDI ახორციელებს პროექტს საქართველოში რელიგიური, ეთნიკური და რასობრივი დისკრიმინაციის დაძლევა.
პროექტის მიზნებია: რელიგიის თავისუფლების დაცვა, პირებისთვის, რომლებიც განიცდიან რელიგიური, ეთნიკური და/ან რასობრივი ნიშნით დისკრიმინაციას, მართლმსაჯულებაზე ხელმისაწვდომობის გაზრდა, დისკრიმინაციულ საფუძველზე მათი უფლებების დარღვევის აღმოფხვრა და, უფასოდ, ყველა ტიპის (სამოქალაქო, ადმინისტრაციულ და სისხლის სამართლის) საქმეზე, სრული სამართლებრივი დახმარება; ეროვნული (საკონსტიტუციო სასამართლო) და საერთაშორისო სამართლებრივი მექანიზმების (ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო) გამოყენებით სტრატეგიული სამართალწარმოების უზრუნველყოფა.
განხორციელების ვადები: 22 მაისი, 2017 - 31 მარტი, 2020
პროექტის ბიუჯეტი: 132,388 აშშ დოლარი
- რელიგიური ტოლერანტობისა და კულტურული მრავალფეროვნების ხელშეწყობა საჯარო სკოლებში
2018 წლის სექტემბრიდან, TDI ახორციელებს ორწლიან პროექტს, რომელიც მიზნად ისახავს საქართველოს საჯარო სკოლებში რელიგიური ტოლერანტობისა და კულტურული მრავალფეროვნების ხელშეწყობას.
დონორი: ნიდერლანდების სამეფოს საელჩო საქართველოში
განხორციელების ვადები: სექტემბერი, 2018 - სექტემბერი, 2020
პროექტის ბიუჯეტი: 456, 110 ლარი
- მცირე გრანტი, რომელიც მიმდინარეობს "მე ვირჩევ თანასწორობის" მხარდაჭერით, ევროპის საბჭოს პროექტის, "დისკრიმინაციის, სიძულვილით მოტივირებული დანაშაულისა და სიძულვილის ენის წინააღმდეგ ბრძოლა საქართველოში" ფარგლებში.
დონორი: ევროპის საბჭო
განხორციელების ვადები: სექტემბერი, 2019 - ივნისი, 2020
პროექტის ბიუჯეტი: 8, 285 ევრო
- მრავალფეროვნების სახეები: ტოლერანტობისა და დისკრიმინაციასთან ბრძოლის ხელშეწყობა საქართველოში
დონორი: აღმოსავლეთ-დასავლეთ მართვის ინსტიტუტი (EWMI), USAID
განხორციელების ვადები: თებერვალი 2020 - ნოემბერი 2020
პროექტის ბიუჯეტი: 29, 326 აშშ დოლარი