სიახლეები
TDI
ივლ/1917

მაკო ღავთაძე აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის რელიგიის თავისუფლების მინისტერიალში მონაწილეობს

ტოლერანტობის და მრავალფეროვნების ინსტიტუტის (TDI) გამგეობის წევრი მაკო ღავთაძე 16-18 ივლისს ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის მიწვევით, რელიგიის თავისუფლების საკითხებისადმი მიძღვნილ მინისტერიალს ესწრება. 

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი, სახელმწიფო მდივნის, მაიკ პომპეოს ხელმძღვანელობით, ვაშინგტონში მასპინძლობს მთავრობების, სამოქალაქო საზოგადოებისა და რელიგიური გაერთიანებების წარმომადგენლებს 140-მდე ქვეყნიდან. 

16 ივლისს მონაწილეებს მისასალმებელი სიტყვით მიმართეს სახელმწიფო მდივანმა მაიკ პომპეომ და საერთაშორისო რელიგიის თავისუფლების საკითხებში ელჩმა სემ ბრაუნბეკმა. ელჩის განცხადებით, ეს არის აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ ადამიანის უფლებების საკითხებზე ორგანიზებული ყველაზე დიდი ღონისძიება. 

რელიგიის თავისუფლებისადმი მიძღვნილი მინისტერიალი პირველად 2018 წელს ჩატარდა. მისი მიზანია მსოფლიოში რელიგიის თავისუფლების დაცვის კუთხით არსებულ გამოწვევებსა და მათი გადაჭრის გზებზე მსჯელობა. ღონისძიებაში ასევე მონაწილეობენ რელიგიური ნიშნით დევნისა და ძალადობის მსხვერპლები მსოფლიოს სხვადასხვა კუთხიდან. 

დეტალური ინფორმაცია მინისტერიალის შესახებ ხელმისაწვდომია ბმულზე